ბიზნესომბუდსმენი: თიბისიში საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ფუნქციონირებას

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი თიბისი ბანკში დაწყებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ბიზზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

“მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თიბისი ბანკი ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტია და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ვიმედოვნებთ პროცესი იქნება სამართლანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და თიბისი ბანკი, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი გააგრძელებს აქტიურ განვითარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დაზღვევის კულტურის ამაღლება და ფინანსური განათლების გაძლიერება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, …