ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ

თბილისი (BPI) – ავტომობილები, რომელთაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან ავტომატურად, “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით დაჯარიმდებიან. ამას ითვალისწინებს ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …