სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

21 მარტს, 17:00 საათზე, Stamba Hall-ში, სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი. გახსნით ღონისძიებას დაესწრებიან პრე-აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შერჩეული სტარტაპები.

პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 გუნდი, რომელიც მომდევნო 12 კვირის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

პროგრამის პარტნიორები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, The European Union for Georgia, აჭარა ჯგუფი
პროგრამის მხარდამჭერები: Investo, Noxtton

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …