ADB: ბინათმშენებლობის და მწვანე ობლიგაციები ზრდის პოტენციალს ამჟღავნებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკის (ADB) „Asia Bond Monitor “ – ის ბოლო პუბლიკაციის თანახმად ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციის ბაზრები განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გაფართოებას განაგრძობდა, სავაჭრო კონფლიქტებისა და გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად. კვარტლური ანგარიშის თანახმად, მომავალში ზრდის პოტენციალს ავლენს ბინათმშენებლობა და მწვანე ობლიგაციები.

„რეგიონის ობლიგაციების ბაზრები მყარ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა რისკები მაინც არსებობს,“ – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. – „ამასთან, ვხედავთ ბინათმშენებლობის ობლიგაციების განვითარების პოტენციალს ურბანიზაციის კვალდაკვალ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაფინანსებლად, ხოლო მწვანე ობლიგაციების განვითარების შესაძლებლობას – სუფთა ენერგიის წყაროებისა და სხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო პროექტების დასაფინანსებლად.”

მარტის ბოლოს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში მიმოქცევაში იყო 15 ტრილიონი აშშ დოლარის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციები, რაც 2,9%-ით აღემატება 2018 წლის ბოლოს არსებულს და 14,0%-ით – 2018 წლის მარტის ბოლოს არსებულ მონაცემებს. ამავე დროს, რეგიონში ობლიგაციების გამოშვებამ პირველ კვარტალში 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10,0%-ით აღემატებოდა 2018 წლის ბოლო კვარტლის მდგომარეობას, მეტი სახელმწიფო ვალის გამოშვების ფონზე.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ჰონგ კონგს, ჩინეთი; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2019 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა შედეგებმა უცხოური ინვესტორების მოლოდინს გადააჭარბა. ინდონეზიაშიც უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ფილიპინებში ინვესტორთა მიერ მოგების განაღდებამ უცხოური ინვესტიციების საგრძნობი კლება გამოიწვია. ტაილანდში არჩევნების გამო შექმნილ არამდგრად გარემოს უცხოელმა ინვესტორებმა მოოლოდინის რეჟიმზე გადასვლით უპასუხეს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …