5-11 ოქტომბრის პერიოდში, სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის დონეს 1%-ით ჩამორჩება

1-9 ოქტომბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლის დონეს ჩამორჩება, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ აღდგენის დინამიკის კვლევაში.

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის დონეზე მაღლა რჩება.

თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შენელდა; მცირე ზრდა ფიქსირდება რესტორნებსა და კაფეებზე. ხოლო გართობაზე უნაღდო ხარჯვის ცვლილება, 2019 წელთან შედარებით, კვლავ უარყოფით ნიშნულზე რჩება. უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენასა და მანქანის შეკეთებაზე შესამჩნევად გაუმჯობესდა

1-12 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2019 წელთან შედარებით 33% შეადგინა.

1-9 ოქტომბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლის დონეს 9%-ით ჩამორჩება.

5-11 ოქტომბრის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 105%-ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით (+35% წ/წ).

უნაღდო დანახარჯების ზრდა, კატეგორიებზე სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით, სტაბილურია და 2019 წელთან შედარებით 80%-ს შეადგენს (+44% წ/წ).

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის დონეს 1%- ით აჭარბებს.

5-11 ოქტომბრის პერიოდში, სასტუმროებზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის დონეს 1%-ით ჩამორჩება.

იმავე პერიოდში, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო ხარჯვის ზრდა 39%-ს გაუტოლდა.

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 87% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

გართობაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და 2019 წელთან შედარებით -23%-ს უტოლდება.

ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ უარყოფით ნიშნულზე გადაინაცვლა და 2019 წლის დონეს 8%-ით ჩამორჩება.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო ხარჯვა მაღალ ზრდას ინარჩუნებს და 2019 წელთან შედარებით 87%-ს შეადგენს.

• 5-11 ოქტომბრის პერიოდში, ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვა 71%-ს გაუტოლდა.

• იმავე პერიოდში, ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯები 64%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

5-11 ოქტომბრის პერიოდში, პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 79% შეადგინა 2019 წელთან შედარებით. • იმავე პერიოდში, მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა 91%-ს გაუტოლდა. • 2019 წელთან შედარებით, საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 54% შეადგინა

ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს და 2019 წელთან შედარებით 79%-ს შეადგენს.

• 2019 წელთან შედარებით, სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა 64%-ს გაუტოლდა.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …