2030 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 67%-ით 21 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება

თბილისი (BPI) – კვლევების თანახმად 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ/საათით – 67%-ით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცხადებული პოლიტიკით ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატვა არ გააჩნია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5%. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე განხილულ იქნა, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და სხვა დაინტერესბულ პირებთან. კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დღეის მდგომარეობით მშენებლობის, დაგეგმარების ან პროექტირების ეტაპზე 100-ზე მეტი ჰესია. მშენებლობის პროცესში არსებული ჰესებიდან ყველაზე დიდი ნენეკრაჰესია, დადგმული სიმძლავრით 280 მეგავატი, სავარაუდო წლიური გამომუშავებით 1.2 მლრდ კვტ/სთ. ჰიდრორესურსების გარდა ასევე დაგეგმილია მზისა და ქარის პოტენციალის ათვისებაც. უკვე წელს 5 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

m2b.ge

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …