2025 წელს საქართველო 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურს მიიღებს

თბილისი (BPI) – 2025 წელს საქართველოში 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტის განხორციელდება იგეგმება, – ასეთია პროგნოზი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

შეხვედრას კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ტურისტული კომპანიების,  ავიაკომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.

მარიამ ქვრივიშვილმა გამოყო რამდენიმე საკითხი. მათ შორის: 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა, 110 განსახორციელებელი ღონისძიება.  სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების განხორციელება იგეგმება.  შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან  კი 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 7.9%-ამდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, იგეგმება ფართომასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო რეკლამას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, ასევე ღვინის ტურიზმისა და კულინარიის,სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …