2023 წლიდან სსე ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გასცემს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის მიერ დამტკიცებული წესის საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა.
ელექტროენერგიის წარმოშობის წესი განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის შინაარსს, მისი გაცემის, გადაცემა/გაუქმების პროცედურებსა და რეესტრის წარმოების წესს. წესის შესაბამისად, სსე უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილისა და რაოდენობის საბოლოო მომხმარებლისთვის დადასტურებას და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების შესაბამისად. სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის წილისა და რაოდენობის შესახებ.
2023 წლიდან ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო გახდება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის ყველა მწარმოებლისთვის. ეს სიახლე ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტების საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს და მის მიზანს ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო მართვის მოდელის შექმნა წარმოადგენს. ენერგეტიკული გაერთიანება დააფინანსებს წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებისთვის საჭირო პროგრამულ პლატფორმასაც და ხელს შეუწყობს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამ პროდუქტის გამოყენებისთვის საჭირო უნარების და შესაძლებლობების შეძენაში.
რეესტრის წარმოება დაეხმარება საქართველოს გენერაციის სექტორს ზუსტად და დამაჯერებლად აღირიცხოს წარმოებული განახლებადი ენერგია, რაც თავის მხრივ მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებების ამოქმედების ერთ-ერთი წინაპირობაა.

შემთხვევითი სიახლე

ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი – ნარმანია

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია …