1-ლი მაისიდან პირადობის მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის ღირებულება იზრდება

1-ლი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობის ღირებულება 30 ლარიდან 60 ლარამდე, ბიომეტრიული პასპორტის კი 100 ლარიდან 150 ლარამდე იზრდება.

მთავრობის დადგენილებით, უფრო კონკრეტულად, საფასო პოლიტიკა ასეთია:

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის − მომსახურების საფასური − 65 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 65 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 120 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 130 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 140 ლარი.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით 32-გვერდიანი პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 140 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 65 ლარი.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 230 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 70 ლარი.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასურის განაკვეთი − 45 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის − მომსახურების საფასური − 60 ლარი.

დეტალურად ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …