ჰიპოპოტამ ბეგის ქანდაკების ესკიზები – თქვენ რომელს ირჩევთ

თბილისი (BPI) – თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.

„ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით  ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში”, – განაცხადა მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ორშაბათს გახდება ცნობილი,   თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება. „ბეგის“  სკულპტურა თბილისში უკვე მომდევნო წლის 13 ივნისს განთავსდება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …