თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ცინცაძის სახელოის ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობის ფარგლებში ჯიპიაი ფონდის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს კომპანიის ახალი სერვისით- საერთაშორისო კონსილიუმი – ისარგებლონ. საერთაშორისო კონსილიუმი ეს არის სერვისი, რომელიც პაციენტებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„ჯიპიაი“-ს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფონდის ბენეფიციარები, შეძლებენ აირჩიონ წამყვანი ონკოლოგიური კლინიკები მსოფლიოს მასშტაბით და გადააგზავნონ თავიანთი სამედიცინო ისტორია. მონაცემების გადაგზავნის შემდეგ , მათ დიაგნოზს ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ. 10 სამუშაო დღეში კი დაზუსტებულ დიაგნოზს და სამედიცინო რჩევებს მიიღებენ, თუ რა არის უმჯბესი კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობისას.
თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი: ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის „კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფონდის ბენეფიციარებს დავეხმარებით სამედიცინო ისტორია წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებს გაუგზავნონ და მათ გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული მკრნალობის გეგმა მიიღონ. დროული, ზუსტი დიაგნოსტიკით და საკმარისი ფინანსური რესურსებით დღეს ამ დაავადების დამარცხება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში კერძო სადაზღვევო სისტემის ჩართვა. ჩვენი პროდუქტი 200 000 ლარამდე კომპენსაციასთან ერთად ახლა უკვე დიაგნოზის საზღვარგარეთ დაზუსტების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც კიბოს დამარცხებას კიდევ უფრო რეალურს ხდის. ამიტომ გვინდა ჩვენი შეთავაზების შესახებ რაც შეიძ₾ება მეტმა ადამიანმა გაიგოს და გამოიყენოს დაზღვევა – როგორც ფინანსური თავდაცვის მექნიზმი.
დიტო ცინცაძე – ოპერატორი, ფონდის წევრი: “ბავშვთა ონკოლოგიაში, ისევე როგორც ზოგადად მედიცინაში უმნიშვნელოვანესია სწორი დიაგნოზი, რაც განაპირობებს სწორ მკურნალობას და პაციენტის გამოჯანმრთელებას, ამავდროულად ფონდის 7 წლიანი ისტორიის სტატისტიკით, სწორედ დიაგნოზის საზღვარგარეთ გადამოწმების ხარჯებს მიაქვს ფონდის მიერ მოზიდული თანხების დიდი ნაწილი, კომპანიის მხრიდან ჩვენი ფონდის ჩართვა „საერთაშორისო კონსილიუმში“ მნიშვნელოვნად წაადგება ფონდის ბიუჯეტს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ბენეფიციარების გამოჯანმრთელებას. “
საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანია SWISS RE- სთან თანამშრომლობით ნერგავს. პროექტის პარტნიორები საერთაშორისო კომპანია „მედიგაიდი“ და კლინიკა „კურაციო“ არიან. „მედიგაიდი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ.