ჯიპიაის  დაზღვევის სრული მომსახურება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ

თბილისი (BPI) – თუ ვირუსული ინფექციებისაგან თავის დასაცავად სახლიდან გასვლას ერიდებით,  დაზღვევა ჯიპიაი ჰოლდინგს უნდა ანდოთ. ჯიპიაის ციფრული სერვისების დახმარებით დაზღვევის სრულ მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად იღებთ. ყველა დაზღვეულს სადაზღვევო სერვისების მიღება უმოკლეს დროში, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია –  ვებ პორტალის mygpi.ge და მობილური (IOS და Android) აპლიკაცია MyGPI  საშუალებით:

შეიძნეთ ონლაინ სახლიდან გაუსვლელად

თუ სადაზღვევო პოლისის შეძენა ან განახლება გსურსთ, ოფისში მისვლა საჭირო არ არის. ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ  ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი პოლისი 2 წუთში სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის უბრალოდ უნდა ეწვიოთ ვებგვერდს Mygpi.ge და აირჩიოთ სასურველი სადაზღვევო პაკეტი.

დანიშნე სატელეფონო კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და შეიძინეთ დაზღვევა დისტანციურად.

თუ თავად ვერ არჩევთ სასურველ პაკეტს და სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ჯიპიაის თანამშრომლები სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევენ, ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ  და სურვილის შემთხვევაში, პოლისს დისტანციურად გაგიფორმებენ.

სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების დისტანციური ანაზღაურება. ჯიპიაიში დაზღვეულებს  სამედიცინო და სტომატოლოგიური ანაზღაურების მიღება დისტანციურად იმავე დღეს შეუძლიათ. თუ სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარეთ, თანხის ასანაზღაურებლად ოფისში მისვლა საჭირო აღარაა. უბრალოდ ატვირთეთ ფორმა ასი და გადახდის ქვითრები ვებ გვერდზე mygpi.ge ან მობილური აპლიკაციის mygpi მეშვეობით და მიიღეთ  ასანაზღაურებელი თანხა იმავე დღეს.

მიიღეთ ექიმის მიმართვა ონლაინ კაბინეტის დახმარებით.  თუ ჯიპიაიში ხართ დაზღვეული შეგიძლიათ ექიმის მიმართვაც სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.  ვებგვერდზე mygpi.ge  პირად კაბინეტში თავად შეგიძლიათ  გააკეთოთ  მიმართვა და დაგეგმოთ, როგორც ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაცია, ასევე ანალიზები და კვლევები. სულ მალე, ამ სერვისით სარგებლობა მობილური აპლიკაციითაც იქნება შესაძლებელი.

მოითხოვეთ საგარანტიო წერილი სახლიდან გაუსვლელად. ჯიპიაი საშუალებას გაძლევთ ოპერაციისთვის (ჰოსპიტალური მომსახურება) სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენი საგარანტიო წერილი  სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.

ელექტრონული ბარათი თქვენს მობილურ აპლიკაციაში.   ყველა დაზღვეულს ვინც მობილური აპლიკაციით MyGPI სარგებლობს, პროვაიდერ კლინიკებში, სამედიცინო მომსახურების მიღება ელექტრონული ბარათი  შეუძლია. პლასტიკური ბარათის ტარება საჭირო აღარაა.

გადაიხადეთ დაზღვევს პრემია ონლაინ რეჟიმში. ჯიპიაის ონლაინ სერვისები  ბანკის რიგებსაც  აგაცილებთ თავიდან. ვებგვერდზე mygpi.ge და აპლიკაციაში MYGPI საშუალება გაქვთ გაეცნოთ გადახდის გრაფიკებს და სადაზღვევო პრემია  ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ. ან კიდევ უფრო მარტივად გაიაქტიურეთ არსებულ პოლისზე დავალიანების დაფარვის ავტომატური სერვისი და თანხა ზედმეტი პროცედურების გარეშე დაიფარება თქვენი ბარათიდან.

ასე რომ, ადვილია გაუმკლავდე სტრესსაც და ინფექციებსაც, როცა შენი დაზღვევა ყველა სერვისს დისტანციურად გთავაზობს.

2016 წლიდან დღემდე ჯიპიაის ონლაინ სერვისები ყოველწლიურად ვითარდება და დღეს დაზღვეულებს  სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.  კომპანია აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მალე მომხმარებელს  კიდევ უფრო დახვეწილ და გამარტივებულ სადაზღვევო სერვისებს შესთავაზებს.

იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ !

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …