ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისი (BPI) – ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ

“ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ შეთანხმებას „თი-ბი-სი ბანკთან” უკვე მიღწეულია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის” წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს” შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …