თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI ქართველ მომხმარებლებს ახალ, გაზრდილი შესაძლებლობებისა და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასის მქონე სმარტფონს სთავაზობს. ხელოვნური ინტელექტი აღჭურვილი ორმაგი კამერისა და 6.21 ინჩიანი ეკრანის მქონე HUAWEI P smart 2019-ის მიმდინარე ღირებულება 659 ლარია და ამ შემთხვევაში დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ხარისხი ფასზე მართლაც, გაცილებით მეტია, რადგან ახალი ფლაგმანი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მქონე, უახლესი, 8 ბირთვიანი ჩიფსეტით Kirin 710–ით, რომლის საშუალებითაც სმარტფონს შეუძლია ამოიცნოს 500-ზე მეტი სცენა და ობიექტი.
გარდა ამისაკომპანიის შიდა ტესტირების შედეგების მიხედვით, 4G ინტერნეტის უწყვეტ რეჟიმში გამოყენების შემთხვევაში ელემენტი ძლებს 10 საათი, უწყვეტ რეჟიმში ვიდეობის ყურების შემთხვევაში ელემნტი ძლებს 18 საათი, ხოლო საყვარელი ფლეილისთის უწყვეტ რეჟიმში მოსმენის შემთხვევაში ელემნეტი ძლებს 96 საათი.
HUAWEI P smart 2019 შექმნილია მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის, მაგალითად იმისთვის რომ სმარტფონის გამოყენებისას მომხმარებლის თვალი არ გადაიღალოს HUAWEI P smart 2019-ს აქვს ახალი TÜV სერტიფიცირებული თვალისთვის კომფორტული რეჟიმი, რომელიც ეფექტურად ფილტრავს მაღალი ენერგიის მქონე ლურჯ განათებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობას.
პრემიუმ ხარისხის ეკრანთან ერთად, HUAWEI P smart 2019 აღჭურვილია გაუმჯობესებული წინა და უკანა კამერებით. გამორჩეულია, 16MP-იანი ფართო სპექტრის წინა კამერით, რომელსაც ახალი AI და AR შესაძლებლობები აქვს, და ისეთი გამოსადეგი ფუნქციები გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, ჟესტების კონტროლის ფუნქცია, პორტრეტის რეჟიმში გადაღებული ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებელი ეფექტი, რაც სელფების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს. HUAWEI P smart 2019-ის წინა კამერა ასევე აღიქვამს და ოპტიმიზაციას უკეთებს სელფის ფონის 8 კატეგორიას, ამიტომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია სოციალური ქსელებისთვის გამორჩეული და ხარისხიანი სელფები გადაიღოს.
HUAWEI P smart 2019-ის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მაღალი (64 გბ 512 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობით) შიდა მეხსიერებაა, რაც მისი გამოყენებას ნებისმიერ სიტუაციაში მოსახერხებელს ხდის.
საკმაოდ დაბალ და ბიუჯეტურ ფასად მომხმარებელს ხელი მიუწვდება საკამოდ მაღალ კომფორტზე.
ახლა როდესაც ხარისხი და ფასი ხელმისაწვდომია, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფრო მეტი შესაძლებლობით და მიიღოთ უფრო მეტი კომფორტით, ახალი HUAWEI P smart 2019-ის მეშვეობით.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ–ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ–ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.