შემოწმებული 29 კომპანიიდან ყველგან დარღვევებია

თბილისი (BPI) – თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტრომ სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა.

4 დღის განმავლობაში უკვე შემოწმდა 29 ობიექტი, ყველა ობიექტზე გამოვლინდა არსებითი/კრიტიკული შეუსაბამობები.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა ძირითადად სისტემური ხასიათის დარღვევები, ობიექტებზე არ არის  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული სისტემა:

რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

29-ვე ობიექტზე გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა,  ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი,  14  ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000  ლარის ოდენობით.

ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს  ჯამში 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 117 ობიექტი.

1. შპს  ,,ჯითი გრუპი ნუცუბიძე“

2. შპს ,,კარკასი“

3.  შპს ,,პიენო“

4. შპს ,,ანრი 2016“

5. შპს ,,ანი“

6. შპს ,,ლიდერ გრუპი“

7. შპს ,,ჰილს დეველოპმენტი“

8. შპს ,,რეგიალი“

9. შპს  ,,გაბ ჯორჯია”

10. შპს  ,,პეტრა“

11. შპს,, მაქრო ქონსტრაქშენ“

12. შპს ,, ახალი სკოლა“

13. შპს ,,კონსოლი“

14. შპს ,,ლეველი“

15. შპს  ,,ცერერა“

16.  შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი+“

17. ამხანაგობა გერგეთი 2019

18. ამხანაგობა ამქარი

19. ამხანაგობა  ,,იმედი ჰაუსი”

20. შპს  ,,ეკო დეველოპმენტი“

21. შპს ,,ალუ“

22. შპს ,,ისანი”

23. შპს ,,მ2 მთაწმინდაზე“

24. შპს ,,მანუ“

25. შპს ,,ვესტ საიდ“

26. შპს ,,ნიუ ჰორიზონ“

27. შპს ,,5მ ინშაათ“

28. შპს ,,ნინო“

29.  შპს ,,ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი“.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …