ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკური რეგლამენტი  1 აპრილიდან ამოქმედდება.

რეგლამენტის მიზანია ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირებისერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

“რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოსთავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, აღწერილია მისიმიზნები, რეგულირების სფერო, რეგულირების ობიექტი, ზოგადი მოთხოვნებირეგულირების ობიექტების მიმართ, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანისასმელების კატეგორიები და მათი წარმოების ზოგადი წესები, მოთხოვნებიეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალურიდასახელების გამოყენების მიმართ და სხვა. 

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …