ქონების სააგენტო ელექტრონულ სერვისებს აფართოებს

თბილისი (BPI) – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გასამარტივებლად 2019-2020 წლებში ერთიანი ელექტრონული პორტალი დაინერგება, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

პორტალი მომხმარებელს  საშუალებას მისცემს, რიგ შემთხვევებში სახლიდან გაუსვლელად მიიღოს დისტანციური მომსახურება, კერძოდ: პორტალის ჩაშვებით საგრძნობლად მარტივდება პრივატიზების პროცედურები, მათ შორის შეიქმნება როგორც უძრავი და მოძრავი ქონების მონაცემთა ბაზა, ასევე სახელმწიფო საწარმოთა მონაცემთა ერთიანი რეესტრი,  რომელიც განთავსდება ერთიან ციფრულ პლატფორმაზე და იქნება მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული.

ამასთან, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულების ადმინისტრირებას, რაც დადებითად აისახება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ეფექტიანობაზე.

„საბოლოო ჯამში პრივატიზების პროცედურები გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე და მოქნილი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პერიოდი საგრძნობლად შემცირდება, რაც დადებითად აისახება  როგორც ჩვენს მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …