ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე მოსაწყობად მთავრობა ინვესტორს ეძებს

თბილისი (BPI) – სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთში, ზღვის პირველ ზოლზე, მდებარე 10495 კვ.მ. მიწის ფართი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

აუქციონის საწყისი ფასი 2,11 მლნ ლარია და პირობების მიხედვით გამარჯვებულმა ტერიტორიაზე სულ მცირე 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

მიწა სასტუმროს ასაშენებლად პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში იყიდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …