ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტრენდი ისევ გრძელდება

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის ექსპორტი ისევ იზრდება.

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში  12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. 

საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 30 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 21%-ით მეტია.

ართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 42% (628022), ჩინეთი – 7% (600783), და აშშ – 1032% (128145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 75% (104616), საფრანგეთი – 24% (17406), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:  რუსეთი – 17% (8688854), ბელარუსი – 1389% (80394), აზერბაიჯანი – 8% (8814), მონღოლეთი – 189% (66012) და სხვა. 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …