ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებოდან საექსპორტო ბაზრებზე “ქინძმარაული” ლიდერობს

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს.

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი – 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 6 047 911 (+6%) ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 1 957 553 (+20%) ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 509 961 (10%) ბოთლი.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 638 878 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 402 802 (+43%) ბოთლი.

შეგახსენებთ, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 33,6 მლნ  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 87 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …