ფცაში ხილ-ბოსტნეულის სამაცივრე კომპლექსი ამოქმედდა

თბილისი (BPI) – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა, სადაც
2019 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის დანერგვა იგეგმება. 

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 720 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 20 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.

პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა და ჯამურად 1,212,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, 328,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 188 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 23 ახალი საწარმო.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …