ინტერნეტით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება

თბილისი (BPI) – „იმისთვის, რომ მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხელი შევუწყოთ რეგიონულ მეწარმეობას და ევროპული ტიპის განათლების სისტემა და სკოლები გვქონდეს ყველა მუნიციპალიტეტში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად საჭიროა  ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის მაღალი ხარისხის ფიქსირებული ინტერნეტკავშირი და ჩვენ ამას ორი პროგრამის საშუალებით ვახორციელებთ“ – განაცხადა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით  საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება, სადაც მოსახლეობა 200 ან მეტია. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი მსხვილი საჯარო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას მოსახლეობის 12%-მდე.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობისაღმოფხვრაა.

შემთხვევითი სიახლე

გიორგი აბაშიშვილი „ჯეოქეისის“ გუნდის წევრი ხდება

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ახალი წლიდან ეკონომიკური მიმართულებით, არარეზიდენტი მკვლევრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი …