თბილისი (BPI) – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საინვესტიციო პანელზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის განვითარებისთვის მიმზიდველ მიმართულებებზე ისაუბრა.
„საქართველო წარმოადგენს სწრაფად მზარდ ეკონომიკას რეგიონში, რომელიც ძალიან დიდ საშუალებას აძლევს მრავალ ბიზნესსექტორს განვითარებისათვის. ჩვენი კარგი გეოპოლიტიკური განლაგება ქმნის მრავალ შესაძლებლობებს, რათა განვითარდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ სინერგიებს, რომელიც არსებობს საჯარო ინვესტიციებსა და კერძო ინვესტიციებს შორის, უზარმაზარი საჯარო ინვესტიციები ჩაიდო, რათა გაუმჯობესდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რათა უფრო ფართო ინფრასტრუქტურული პროექტები შეიქმნას, იმ დროს როდესაც კერძო სექტორს წვლილი შეჰქონდა დაკავშირებული ღირებულების ჯაჭვის განვითარებაზე, მიწოდების ჯაჭვის განვითარებაზე. სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო მასალების წარმოება, რომელიც მიბმულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და მიწოდებასთან გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისთვის სამშენებლო ინდუსტრია ბუმს განიცდის საქართველოში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რაც ინვესტორებს კვლავ აინტერესებთ, ეს გახლავთ ენერგო სფერო. საქართველო გახლავთ წყლით მდიდარი ქვეყანა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 80%-ი ჩვენი ელექტროენერგიის წარმოების მწვანე ენერგიის ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამოიმუშავება, მაგრამ სწრაფად მზარდ ეკონომიკას მივყავართ ასევე ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდამდე, რაც არის გამოწვევა, საჭიროა მეტი ჰიდროელექტრო სადგურების აშენება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისათვის და ამ თვალსაზრისით ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დავინახოთ მზარდი ტენდენცია ინვესტიციებისა მცირე და საშუალო განახლებად ენერგიაში. გარდა ჰიდროელექტრო სადგურებისა ასევე მხარს ვუჭერთ დივერსიფიკაციას. ბიზნესებს მოვუწოდებთ მოახდინონ ინვესტიცია სხვა განახლებად ენერგიაში, როგორიც არის ქარის, როგორიც არის მზის ენერგია.
ასევე მინდა აღვნიშნო ტურიზმი, სტუმართმასპინძლობის სექტორი, ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა ღვინის ისტორიაა, საქართველო სამჯერ უფრო მეტ სტუმარს იღებს, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. ყველა ცნობილი სასტუმრო ბრენდია წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს კიდევ სივრცე ინვესტიციებისთვის, სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით სოფლად, რათა ეკოტურიზმის და აგროტურიზმის მიმართულებები განვითარდეს, სადაც საქართველოს მთავრობა ასევე უზრუნველყოფს მარკეტინგულ და ფინანსურ მხარდაჭერას.
და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი, მსურს ხაზი გავუსვა წარმოების მნიშვნელობას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თვითონ მცირე ბაზარია, მაგრამ მას აქვს პერსპექტივა იმისა, რომ საინვესტიციო ჰაბი გახდეს. ქვეყანამ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას სხვადასხვა ქვეყნებთან, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი რაოდენობის მომხმარებლის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ წარმოების ჯაჭვის განვითარებას, აღჭურვილობით და სხვადასხვა ასპექტებით.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.