ტაქსის მძღოლებს სესხს ლიბერთიც სთავაზობს

თბილისი (BPI) – ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას.

სპეციალური პირობებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს.

ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …