თბილისი (BPI) – სილქ როუდ ჯგუფი ბათუმი რივიერას მშენებლობაზე განმარტებას აკეთებს.
განცხადებაში ნათქვამია:
რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამს დაუსაბუთებულ არგუმენტებს, თითქოს პროექტი „ბათუმი რივიერა“ შეიცავს რისკებს და შესაძლოა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.
გვსურს გავასაჯაროვოთ სპეციელისტების მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც კომპანიამ მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
-საერთაშორისო იურიდიული კომპანია “დენტონს საქართველოს“ სამართლებრივი დასკვნა, რომლის მიხედვითაც „ბათუმი რივიერას“ დაგეგმილი საქმიანობა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ I ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალს და არ არის საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება.
-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით შპს „ბათუმი რივიერა-ს“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
-მიუხედავად ზემოთქმულისა, კომპანიამ მასშტაბური კვლევა დაუკვეთა იტალიურ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიას „Colleselli & Partners Ingegneria Geotechnica”. (კომპანიას აქვს საინჟინრო, ჰიდროლოგიური და გეოტექნიკური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. სწორედ ეს კომპანია იყო ჩართული ვენეციის ახალი პორტის მშენებლობის და ძველი პორტის რეაბილიტაციის პროექტებში). მათ, მყვინთავების საშუალებით, საპროექტო ტერიტორიის გარშემო ჩაატარეს ბათიმეტრიული სამუშაოები, გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი, ასევე შეისწავლეს ტერიტორიის გეოლოგია გეოტექნიკური ანალიზი და წარმოადგინეს დასკვნა, სადაც ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:
- „According to soil conditions the proposed foundation system (deep piles diameter > 1m) is considered appropriate“ – კონსულტანტმა შეისწავლა ნიადაგი, რომელზეც უნდა განთავსდეს დაგეგმილი პროექტი და მისი მახასიათებლების მიხედვით დაადგინა, რომ ნიადაგის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა (ღრმა ხიმინჯების დიამეტრი > 1მ) შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.
- „Under these conditions the risk of soil liquefaction during earthquakes can be considered negligible“. 2018 წელს ჩატარდა სეისმური რისკების ანალიზი, რათა განსაზღვრულიყო გაწყლოვანების რა რისკი არსებობს საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში. დასკვნის მისაღებად გამოიყენეს სამი სხვადასხვა აპრობირებული მეთოდი და დაადგინეს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, მიწისძვრის დროს ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოდ ითვლება და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.
- “The location of tower 1 (the closest to the coastline) is some 150m from the coast line north-east direction, is such that even in the event of massive sub marine slide as the one occurred in the 1999, it is very unlikely that this would have any effect on the foundation system of the tower (deep foundation piles).
On the other side it can be stated that the load transmitted to the soil from the foundation do not have effect on slide trigger.“
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში, 1999 წელს მიწისძვრის შედეგად, ზღვაში მოხდა ინერტული მასების ჩამოშლა, კონსულტანტმა გამოიკვლია საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური და გეომორფოლოგიური მდგომარეობა. მათ მოგვცეს დასკვნა, განმეორების შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმავე მოვლენას ჩვენი კომპანიის დაგეგმილ საქმიანობაზე. ანალიზის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ინერტული მასების ჩამოშლას არანაირი გავლენა არ ექნება სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე კოშკის საძირკველის სისტემაზეც კი, რადგან ის დაშორებულია სანაპირო ზოლისგან 150 მეტრით. მეორეს მხრივ, კონსულტანტმა დაადგინა, რომ ბათუმი რივიერას აშენების შედეგად ტერიტორიაზე დატვირთვის ზრდა ვერ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
- Towers have deep foundations on piles transferring loads to deep soil levels, thus the presence of the laguna on towers foundation stability will be negligible or minimal. New laguna and connection channel will have no negative effects on the stability of existing marina quay wall and breakwaters and will not generate any negative effect on the morphodynamic evolution of Batumi cape and on the stability of the canyon.
კონსულტანტმა ასევე მოგვაწოდა დასკვნა ლაგუნას მშენებლობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პროექტის შუა ნაწილში მოეწყობა ხელოვნური ლაგუნა, რომელიც დაუკავშირდება არხით ზღვას და შესაბამისად შეივსება ზღვის წყლით. ლაგუნას მშენებლობას არ ექნება უარყოფითი გავლენა პროექტის ფუნდამენტის სიმტკიცეზე, იმის გამო, რომ კოშკებს გაუკეთდებათ ხიმინჯები დიდ სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის გადატანას ფუნდამენტის ღრმა ფენებზე.
ასევე, რადგან ლაგუნა ზღვის ნაწილს დაუკავშირდება ახალი არხის საშუალებით, იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე, შესაბამისად არსებულ სანაპირო კედელსა და კანიონის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება.
-19 აპრილით დათარიღებულ „გეოგრაფიკის“ დასკვნაში წერია: – „რივიერას პროექტი არ ფარავს მის მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების (1.შუქურა, 2.ბათუმის დრამატული თეატრი, 3.ბულვარი და 4.საზღვაო სადგურის შენობა) ფიზიკური დაცვის ზონებს და ითვალისწინებს ამავე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ვიზუალური (სამართლებრივ-ტექნიკური თვალსაზრისით დამახასიათებელ) დაცვის ზონებსაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიზანმიმართულად ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევაში ერთ
კონკრეტულ აბზაცზე მითითება, სადაც წერია – “დიდ საფრთხესთანაა
დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა,
რომელთა დიდ სიმძიმეს
შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის
სათავეებში მეწყრების
ზეგავლენით დასუსტებულმა
სანაპირო ზოლმა.”
გვ.71.
გარდა იმისა, რომ გამოთქმული ვარაუდის საფუძველი და ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია უცნობია, აღნიშნული ნაშრომი არ გამოხატავს გაეროს პოზიციას, რაც დოკუმენტის პირველივე გვერდზე გარკვევით წერია : „წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორებისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს“ . ნაშრომი დაფინანსებულია UNDP-ს მიერ. აღნიშნული ანგარიშის შედგენაში სხვა მონაწილე მხარეების ცალკეული კვლევა, კომპანიამ წარმოადგინა მოთხოვნის შესაბამისად.
ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარებულია კულტურული მემკვიდრეობის კვლევა (არქიტექტორულ-ისტორიული კვლევა), რომლის თანახმადაც საპროექტო ტერიტორია არ შედის ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში და ისტორიულად მოშორებული იყო ქალაქის განაშენიანების ძირითდ ბირთვს. ისტორიული კვლევის მიხედვით ადგილზე სხვადასხვა დროს ჯერ განთავსებული იყო თავდაცვითი მიწაყრილი, შემდეგ, ყაზარმები, ხოლო მოგვიანებით საცხოვრებელი და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობები; ახლო წარსულში ტერიტორია თითქმის მთლიანად ჰქონდა ათვისებული „რივიერას“ მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს. ტერიტორიამ დღევანდელი სახე მხოლოდ 2006 წლისთვის შეიძინა, როდესაც ნაკვეთი მოსწორდა და გამწვანდა სილქ როუდ ჯგუფის მიერ.
პროექტის დამტკიცების პროცესი პირველივე დღიდან მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით.