თბილისი (BPI) – სემეკმა წლის პირველ ნახევარში მოქალაქეებს 626 763 ლარი ჩამოაწერა.
მიმდინარე წლის 6 თვეში სემეკმა 54 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 1312 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის დავებს. მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა კომპანიების უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიების დადგენილებებს მოქალაქეთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
საჯარო სხდომებზე
განსახილველად
საკითხები
წარადგინეს
სემეკის
მომხმარებელთა
საჩივრების
დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა
და
ენერგოომბუდსმენმა.
სემეკი
შეახსენებს
მოქალაქეებს,
იმ
შემთხვევაში
თუ
ელექტროენერგეტიკის,
ბუნებრივი
გაზისა
და
წყალმომარაგების
სექტორებში
მოქმედი
კომპანიების
მხრიდან
ადგილი
აქვს
მათი
უფლებების
დარღვევას,
მიმართონ
სემეკს
ან
სემეკთან
არსებულ
ენერგოომბუდსმენის
სამსახურს.
მოქალაქეებს
კონსულტაციების
მიღება
შეუძლიათ
როგორც
ქოლ
ცენტრში
ნომერზე
16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.