თბილისი (BPI) – პორტალ Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 2019 წლის პირველ ნახევარში საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 348-ე ადგილზეა. თბილისის ინდექსი 27.9-ით განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება 72.1%-ით უფრო იაფია ვიდრე ნიუ-იორკში.
საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის დედაქალაქი, ბაქო რეიტინგში 30.25-იანი ინდექსით 335-ე ადგილზეა, სომხეთის დედაქალაქი კი 322-ე ადგილს იკავებს.
ყველაზე ძვირ ქალაქებს ლიდერობს ბაზელი, ციურიხი და ლოზანა, პირველ ატეულში შედის ჟენევა. მათ მოსდევს ბერნი, სტავანგერი, ოსლო.
დაბალია ფასები ასტანაში, ალმაასტაში, ტაშკენტში, დელიში, ტუნისში, ისლამაბადში, მუმბაიში. მოსკოვი რეიტინგში 221-ე ადგილზე მოხვდა.
ოქროს ქალაქებად მიიჩნევა ერევანი, კიევი, მინსკი, ანკარა, როსტოვი, სტამბოლი, ვარნა, მეხიკო. ამ ქალაქებში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული პირობებია.
პაკისტანი ქალაქები რავალპინდი და კარაჩი საცხოვრებლად ყველაზე იაფად მიიჩნევა.
პორტალის ანალიტიკოსებმა რეიტინგი პროდუქციის, მომსახურების, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი არენდის ფასების გათვალისწინებით შეადგინეს, შესადარებლად ნიუ-იორკში არსებული ფასები გამოიყენეს (ეტალონად 100% არის აღებული) და თითოეული ქალაქისთვის შესაბამისი ინდექსი გამოიყვანეს.
რეიტინგში 377 ქალაქია წარმოდგენილი.