საქართველო წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს

თბილისი (BPI) – საქართველო წიაღის სექტორის მიმზიდველობის ზრდას ცდილობს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ წიაღის სექტორში წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა დაგეგმილი.

წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, წიაღის სექტორში უკვე მობილიზებულია 30,5 მლნ ლარის ინვესტიცია, რაც 350-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.

გიორგი ქობულიამ წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წიაღის სექტორი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არა მარტო დასაქმების,  არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის თვალსაზრისითაც. 

ქობულიას შეფასებით, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან მთავრობა  ბიზნესისგან ბევრ სასარგებლო რეკომენდაციებს იღებს. 

„ამ რეკომენდაციებს ჩვენ უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ – იგი ეხება როგორც ლიცენზირების წესების, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოცემულობების გამარტივებას, რათა ეს სექტორი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური და ქართული კომპანიებისთვის“ – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ბიზნესთან ნაყოფიერ შეხვედრაზეც აღნიშნა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …