საქართველო-უკრაინას შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

თბილისი (BPI) – უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები შესვლას მხოლოდ ID ბარათებით შეძლებენ. ასეთივე შესაძლებლობა ექნებათ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობისას.

ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

მთავრობა საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად რამდენიმე თვე მუშაობდა.   

„დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადის ზრდას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …