საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია

თბილისი (BPI) – „გლობალ ფაინანსის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია.

რეიტინგი ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორიცა არის სტიქიური უბედურებების ალბათობა, მოქალაქეთა და ვიზიტორთა დაცულობის ხარისხი, ომისა და კონფლიქტის ალბათობა.

,,გლობალ ფაინანსი“ საკუთარ გამოთვლებში ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (WEF) და გლობალური მშვიდობის ინსტიტუტის (The Global Institute For Peace) მონაცემებს.

რეიტინგის თანახმად საქართველო, 9,68 ქულით, 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის სხვა სახელმწიფოებს

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …