საქართველოს IMF-ის დირექტორი ეწვევა

თბილისი (BPI) – საქართველოს პირველად საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ეწვევა.

კრისტინ ლაგარდი საქართველოს მაისის მეორე ნახევარში ესტუმრება.

უკვე ოფიციალურად არის ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც ფონდის დირექტორის ვიზიტს უკავშირდება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ეწვევა აშშ-ს. საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …