საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში Ernst & Young -მა გაიმარჯვა

თბილისი (BPI) – პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული –  საერთაშორისო აუდიტორული კომპანია  “Ernst & Young”- გამოავლინა.

„ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ – Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche – Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა “Ernst & Young”-მა, რომელსაც  პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …