სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ წამლის საძიებო შექმნა

თბილისი (BPI) – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიეებო შექმნა http://www.ugma.ge/ge/?option=com_content&view=article&id=62 რომლითაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს.

ამისთვის საკმარისია, საძიებელში წამლის არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება (ე.წ. გენერიული დასახელება) შეიყვანოს და გაყიდვაში არსებული თითქმის ყველა ბრენდის ფასი გამოჩნდება. აღსანიშნავია , რომ სისტემა აჩვენებს როგორც კოლოფის, ასევე ერთეულის ფასს. ერთეულის ფასი გამოთვლილია ტაბლეტების რაოდენობისა და დოზის გათვისწინებით. ასევე მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა.

თავად ფასები არის სავარაუდო და მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 5- 10% – ს. ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება . თუმცა როგორც გაერთიანებაში განმარტეს, მთავარი ისაა,  რომ სისტემა საშუალებას იძლევა , თვალსაჩინო იყოს ბრენდებს შორის ფასთა განსხვავება , რაც პრაქტიკულად არ იცვლება.

აღსანიშნავია,  რომ ერთიდაიგივე შემადგენლობის წამლებს შორის ფასთა სხვაობა  900-1000% (ათასი) -ით მერყეობს სხვადასხვა ბრენდებს შორის. რაზეც არაერთი კვლევა მეტყველებს .

ამ ეტაპზე ეს არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …