საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველომ 2019 წლის იანვარი-აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან $856 მლნ-ის შემოსავლი მიიღო, რაც 8.4%ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან $277 მლნ-ია, 16.1%-ით მეტი, ვიდრე 2018 წლის აპრილში.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …