სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მიზიდული პრემიის მიხედვით

თბილისი (BPI) – სადაზღვევო ინდუსტრიამ 2019 წლის პირველ ნახევარში 345 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, აქედან 58,74 მლნ ლარი კომპანია იმედი L-ზე მოდის, შესაბამისად ის პირველია.

კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში პორტფელი 20 მლნ-ზე მეტად გაზარდა.

მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 56,62 მლნ ლარით, 2018 წლის პირველ ნახევარში 67.05 მლნ ლარი.

მესამე პოზიციაზეა ალდაგი, რომელმაც 51,26 მლნ ლარის პრემია მიიზიდა, 2018 წლის პირველ ნახევარში 42,83 მლნ ლარი.

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …