საარსებო მინიმუმი მარტში რეკორდულ მაჩვენებელზეა და ₾181-ს აჭარბებს

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმი მარტში თებერვალთან შედარებით ₾2,1-ით გაიზარდა და 181,2 ლარით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 4,3 ლარით არის გაზრდილი.

მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 160,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 304 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 160,5 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 427 ლარით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …