როგორი იქნება სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომლის სრული დატვირთვით ამუშავება ისევ გადავადდა

თბილისი (BPI) – სტამბოლის ახალი აეროპორტის სრული დატვირთვით ამუშავება კიდევ ერთხელ გადავადდა. ​ათათურქის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლა 5 აპრილიდან დაიწყება.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან აეროპორტ „სტამბოლში“ ავიარეისების სრული გადამისამართება 5 აპრილიდან დაიწყება. როგორც თურქული მედია წერს, მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებს, რომლებიც სტამბოლის მიმართულებით ასრულებენ რეისებს, განრიგის შესაძლო ცვლილებაზე უკვე აცნობეს.

რეისების გადამისამართების პროცესი 5 აპრილს 03:00 საათიდან დაიწყება და უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, 7 აპრილს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში კი ორივე აეროპორტი მხოლოდ რეგულარულ ავიარეისებსმიიღებს.

ასევე, აეროპორტებში 45 საათის განმავლობაში რეისები შედარებით მცირე რაოდენობით შესრულდება.

7 აპრილის 00:00 საათზე სტამბოლის ათათუქრის სახელობის აეროპორტი, შიდა და საერთაშორისო ავიარეისებისათვის ოფიციალურად დაიხურება

7 აპრილის შემდეგ კი ის ფუნქციონირებას ტექნიკური და სატვირთო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

უკვე ცნობილია ისიც, რომ აეროპორტ “სტამბოლს” ათათურქის აეროპორტისთვის IATA-ს მიერ მინიჭებული კოდი IST გადაყვება და დროებითი კოდი, რომლითაც აქამდე „სტამბოლი“ – (ISL) მოიხსენიებოდა ათათუქრის სახელობის აეროპორტს მიენიჭება, თუმცა მისი სერვისით მგზავრები უკვე ვეღარ ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მესამე აეროპორტი “სტამბოლი” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები რამდენიმე კვირის უკან დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …