თბილისი (BPI) – კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის.
30 აგვისტოს მონაცემებით, კახეთში 4,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 1,4 ათასი ტონა საფერავი, 1,23 ათასი ტონა რქაწითელი, 440 ტონა კახური მწავნე.
რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.