რა ღირს პირუტყვის სასაკლაოებზე დაკვლა

თბილისი (BPI) – სასაკლაოებზე 2019 წლის I კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის ფასი 24.4 ლარია (2018 წლის I კვარტალში – 22,8 ლარი), ცხვრის ან თხის 9.8 ლარი (2018 წლის I კვარტალში – 10 ლარი), ღორის – 22.1 ლარი (2018 წლის I კვარტალში – 20,5 ლარი).

იანვარ-მარტში სასაკლაოებში დაკლულია 87.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 40.5% მსხვილფეხა, 59.5% წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). სასაკლაოებში დაკლულია 2,838.6 ათასი  ფრინველი.

სასაკლაოებმა საანგარიშო პერიოდში 9,615.1 ტონა ხორცი აწარმოეს, აქედან 37.6% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 42.9% – ფრინველი, 15.9% – ღორი, 3.4% – ცხვრისა და თხის ხორცზე მოდის, დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

სასაკლაოები მომსახურა 9.1 ათას პირს, აქედან 40.9% შინამეურნეობებია (ოჯახური მეურნეობები). სასაკლაოებში საშუალოდ თვიურად დასაქმებულია 915 ადამიანი.

2019 წლის I კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 99 სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 24.2% – ქვემო ქართლში, 15.2% – კახეთში, 12.1% – იმერეთში, 12.1% – შიდა ქართლში, 10.1% – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, დანარჩენი 26.3% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …