რა რისკები არსებობს ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობებთან დაკავშირებით – ნებართვების გაცემა შეჩერებულია

თბილისი (BPI) – ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა – გადაწყვეტილება მერიამ საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ მიიღო.

„ინვესტორებისგან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კვლევები მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებს მოიცავდა.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით იყო, დადასტურდა. “განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა, აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …