რატომ ურჩევნია ოქრიაშვილს ტურისტს სტუმარი

თბილისი (BPI) – დეპუტატს კახა ოქრიაშვილს სიტყვა ტურისტს სტუმარი ურჩევნია.

“არ მომწონს სიტყვა „ტურისტი“, რადგან ეს სიტყვა მხოლოდ სტატისტიკას აღნიშნავს. მირჩევნია სიტყვა „სტუმარი“, რადგან სტუმრები საქართველოში მოდიან არამარტო საქართველოს ყველაზე მრავალფეროვანი და ლამაზი ადგილების სანახავად, მდიდარი ქართული სამზარეულოს გასაცნობად, ენდემური ქართული ღვინის გასასინჯად, არამედ, რაც მთავარია, ჩვენი ჰაერის სასუნთქად, რადგან ის განსხვავებულია და მასში არის თავისუფლება!” – ამბობს ოქრიაშვილი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებაში ევროკავშირის როლი განსაკუთრებულია – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე მოქალაქეებს ევროპის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ  – …