თბილისი (BPI) – პარკების ახალი რეგულაციების დამკვიდრებამ ქვეყანაში ლაბორატორიის შექმნის საჭიროება შექმნა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, პლასტიკის პარკების კომპოსტირებისა და ბიოდეგრადაციის განსაზღვრის ლაბორატორია 2019 წელს ამოქმედდება.
ოქსობიოდეგრადირებადი და 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა. 2019 წლის 1 აპრილიდანკი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები და მათ ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.
ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, მწარმოებლის მიერ გაფართოებული ვალდებულების განხორციელებაზე, რაც 2019 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება.
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალი კონცეფციაა და გულისხმობს გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე ისე, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.