პარიზმა ყველაზე რომანტიკული ქალაქის სტატუსი დაკარგა

თბილისი (BPI) – პარიზმა ყველაზე რომანტიკული ქალაქის სტატუსი დაკარგა. ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაჯავშნის სისტემა Spa Seekers-მა ყველაზე რომანტიკული ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერი საფრანგეთი აღარ არის, წერს  Travel and Leisure. რეიტინგის ლიდერი ამჯერად ნიუ იორკია.

Spa Seekers-ის ექსპერტებმა მსოფლიოს 66 ქალაქის მაჩვენებელი შეაფასეს და რომანტიულობის კუთხით მათი სია შეადგინეს.

რეიტინგის შედგენა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ჰეშთეგების რაოდენობა, დაქორწინების შეთავაზების მაჩვენებლები, და ბოლო 6 თვის განმავლობაში წარწერები ფოტოზე: #engaged, #heproposed და #isaidyes;

ქორწინების სტატისტიკა;

სექსუალური აქტივობის მაჩვენებლები და სოციალურ ქსელებში რომანტიკული შეტყობინებების რაოდენობა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით და Instagram-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ნახევარი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რომანტიკული შეხვედრა თუ ხელის თხოვნა სწორედ ნიუ იორკში დაფიქსირდა.

ყველაზე რომანტიკული ქალაქების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ლონდონი.

რომანტიკული ქალაქების TOP-10-ში ასევე მოხვდა: ლოს ანჟელესი, პარიზი, ჩიკაგო, ბერლინი, სან-ფრანცისკო, სიდნეი და მაიამი.

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …