ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მიმდებარე 7 ქუჩა ივნისის დასაწყისში გაიხსნება

თბილისი (BPI) – მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.

მოეწყო ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …