ნათია თურნავა: მაღაროელებთან მედიაციის პროცესში ჩავერთვებით

თბილისი (BPI) – „ მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება,  მინისტრის განცხადებით, უშუალოდ ჩაერთვება  მედიაციის პროცესში.

„ამასთან, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის მედიაციის პროცესში ჩართული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ მხარეებს მისცა ვადა, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი.

„ რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების. ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, „ჭიათურმანგანუმი“ და ზესტაფონის ფერო არის სისტემა შემქმნელი საწარმოები და  ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

“ რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე. ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მედიაციაში ორ მხარეს შორის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …