“მოითხოვე ქართული“ და გუდვილი ქართული პროდუქციის ტრადიციულ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვას მართავს

თბილისი (BPI) – 19-22 აპრილს კამპანია ,,მოითხოვე ქართული“ და გუდვილი აწყობს ქართული წარმოების პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების ტრადიციულ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვას.

გამოფენა-გაყიდვა ,,მოითხოვე ქართული გუდვილთან ერთად“ მეათე წელია ტარდება, რომლის მიზანია  ქართული პროდუქციის პოპულარიზება, მცირე წარმოების მხარდაჭერა.

წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობს 25-ზე მეტი ქართველი მეწარმე და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენელი. მათ შორის, სოციალური საწარმოები,  დიასპორა.

გამოფენა-გაყიდვაზე მოწვეულები არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი წარმოებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით დაინტერესებული პირები.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …