მთაწმინდაზე Kempinski 2020 წელს გაიხსნება

თბილისი (BPI) – მთაწმინდაზე სასტუმრო Kempinski გაიხსნება. სასტუმრო მინიმუმ 95 ნომერს გააერთიანებს და პირველ სტუმრებს 2020 წლის მესამე კვარტალიდან მიიღებს.

ბრენდი დეველოპერულ კომპანიას „m² უძრავი ქონება“ შემოჰყავს, რომელმაც სასტუმროების ქსელის განვითარების მიზნით ხელშეკრულება Kempinski Hotels-თან უკვე გააფორმა.

Kempinski  დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის სტანდარტულ ნომრებს (40 კვ.მ) შესთავაზებს. ყველა ნომრის ტერასიდან ხედი მიმზიდველია, ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული ტერასიდან.

მთაწმინდაზე, Kempinski-ს მიმდებარედ კლდეში არსებულ გვირაბში ღვინის ბარი მოეწყობა, სადაც ვიზიტორები საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.

სასტუმროში იქნება რესტორანი და ბარი.

ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ VIP ზონით და კერძო სავახშმო ტერასით. სასტუმროში იქნება ლაუნჯი, სიგარ ლაუნჯი და კლუბი. 500 კვ.მ ფართობზე მდებარე სრულად აღჭურვილი სპა დამატებით დასასვენებელ სივრცეებს მოიცავს: აუზი, სოლარიუმი და თანამედროვე ფიტნეს-ცენტრი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …