მერსედეს ვერა-მარტინი საქართველოს 6%-იანი ეკონომიკური ზრდით კმაყოფილია

თბილისი (BPI) – სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა- მარტინი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით კმაყოფილია.

ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ბოლოდროინდელ ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგოსექტორში მთავრობის გეგმებსა და დაგეგმილი რეფორმებზე, ასევე საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოამზადებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …