მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისის აეროპორტი ლიდერობს

თბილისი (BPI) – მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებლით, ევროპის აეროპორტებს შორის ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.5%-ით გაიზარდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.

ამასთან, ქუთაისი ლიდერობს 2018 წლის დეკემბრის რეიტინგშიც. რამდენადაც 2017 წლის დეკემბერთან შედარებით მგზავრთნაკადი 127%-ით არის გაზრდილი.

დეკემბრის მონაცემებში ბათუმის აეროპორტიც მოხვდა, სადაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით ზრდა 66%-ი იყო. ამ მაჩვენებლით ბათუმი ევროპაში მეოთხე ადგილზეა.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, წლიურმა ზრდამ 20.4%-ი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …