მამუკა ბახტაძე: თიბისის საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები აქციონერები და აქციების ფასია

თბილისი (BPI) – პრემიერი გიგა ბოკერიას თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით შეფასებას უწუნებს. ამბობს, რომ დაინტერესებული მხარეა და პოლიტიკური ელფერის მიცემას ცდილობს.

“ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის – “თიბისი ბანკის” აქციების ფასი,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას პრემიერმა ოპონენტებს მოუწოდა, დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები “თიბისის” ირგვლივ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …